„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გაშლილ კარვებში ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი შიმშილობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოშიმშილეების ნაწილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარტიის ხელმძღვანელობამ შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

„თითოეული ადამიანი თავისი გულწრფელი შემართებითაა. სამარცხვინო და მიუღებელია განცხადებები, რომელიც კეთდება. აქ საუბარია ადამიანების ჯანმრთელობაზე და მათ გადაწყვეტილებაზე. მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველამ ერთად შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან, სასამართლო სისტემა, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლება არ ექნება. გუშინ შემოგვიერთდნენ არა მხოლოდ სამტრედიიდან, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან, დღეს კი შემოგვიერთდებიან აჭარიდან და სამეგრელოდან - ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არის ადამიანების პროტესტზე საუბარი და არა რაიმე გადაწყვეტილებაზე. მიზანი შიმშილობის პროცესი ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ეხება პირად ჯანმრთელობას, რაც შეიძლება სხვა, ცუდი შემთხვევით დასრულდეს. მზად ვართ იმისთვის, რომ პროტესტი გავაგრძელოთ მთავარი მიზნისთვის - ჩვენი ქვეყნისა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს