კახა კალაძე - მეგობრებო, ტრანსპორტში ტარიფი არ ძვირდება - 250-ლარიან, ერთწლიან აბონემენტზე კი შეუძლიათ ბანკებს დაელაპარაკონ და განაწილება გაუკეთონ

არ ძვირდება მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, ამას მოსახლეობას ვეტყოდი პირდაპირ, 250-ლარიან, ერთწლიან აბონემენტზე კი შეუძლიათ ბანკებს დაელაპარაკონ და განაწილება გაუკეთონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე მტკიცებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემით არ ძვირდება.

"არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე. 900 ათასზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 53% პროცენტი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ და მათ ეს შეღავათი რჩებათ. ეს შეღავათები ვრცელდებოდა, მეტროსა და ავტობუსზე. ყვითელ მიკროავტობუსებში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ შეღავათით ჩვენ ინტერგრირება გავაკეთეთ, მეტრო, მიკროავტობუსიც, ავტობუსიც და საბაგიროც ჩართულია ამ პროგრამაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რომ ერთწლიანი 250-ლარიანი აბონემენტის ყიდვა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, კალაძის თქმით, ამ საკითხზე მათ ბანკებთან მოლაპარაკება შეუძლიათ.

"შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი", - თქვა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა