ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერ 7 პირს მოსამართლემ წუხელ, ფარულად პატიმრობა შეუფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერ 7 პირს მოსამართლემ წუხელ, გვიან ღამით, ფარულად პატიმრობა შეუფარდა.

დეკანოიძის ინფორმაციით, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

„მე ახლა ვდგავარ იმ ადგილზე, სადაც ასობით ადამიანი აპროტესტებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას პროტესტის უკიდურესი ფორმით. მე აქ ვდგავარ, სადაც ჩემი მეგობრები შიმშილობენ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ფაქტი მინდა გაგიზიაროთ, დიახ, მე ამის გამო ვარ ძალიან გაბრაზებული, აღშფოთებული, ნაწყენი და მინდა თქვენც გადმოგედოთ ეს გაბრაზება. წუხელ, არაფრის გამო, რეჟიმმა დაიჭირა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 7 ადამიანს - ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ძმებს, ასევე ერთი ოჯახიდან - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წელი და და ელდარ ანთაძეს 5 წელი. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩვეულებრივი მსხვერპლი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, რომ მათ ჰქონდათ უთანხმოება დავით და თორნიკე რიჟვაძეებთან; გარდა ამისა, ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებოდნენ რეჟიმს აჭარაში, რეჟიმს საქართველოში და მხარს უჭერდნენ ოპოზიციას.

პატარა პროვოკაციის გამო ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში, მოწყდნენ ოჯახს 5 წლით და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო იხდიან დაუმსახურებლად სასჯელს. დიახ, მათ შესთავაზეს გასამრჯელო, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულ ოცნებაზე“ ემუშავათ, რაზეც რიჟვაძეებს ძალიან მკაცრი უარი განუცხადეს. წუხელ, მოსამართლემ მთელი ღამის განხილვის შემდეგ, ჩუმად გამოიტანა განაჩენი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ დააპატიმრებს ერთი ოჯახიდან 4 ადამიანს, დააპატიმრებს ფირუზ წულუკიძეს, დააპატიმრებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ წავა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეჟიმი და პოლიტიკური მართლმსაჯულება ყველას მიაკითხავს. ზუსტად ამისთვის ჩემი მეგობრები არიან აქ უკვე მე-5 დღეა და შიმშილობენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძმები ჭელიძეები, ძმები წულუკიძეები, ანთიძე არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების პირდაპირი ობიექტები. ამიტომ მე და ჩემი მეგობრები ღიად, ძალიან გაბრაზებით ვამბობთ იმას, რომ სანამ მართლაც ძალა გვაქვს, სანამ თითოეული მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ რეჟიმი დაუნდობელია ყველა პატრიოტის წინააღმდეგ, მანამდე გავაპროტესტებთ, გამოვიყენებთ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს და ყველას დავანახებთ, რამდენად დაუნდობელია რეჟიმი. მინდა აქედან გავამხნეო, მივესალმო და ვუსურვო ჯანმრთელობა ფირუზ წულუკიძეს, რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს, ძმებ ჭელიძეებს და ვუთხრა, რომ დიახ, იმის გამო, რომ ისინი არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი, აქ ბევრი ადამიანი მათ მხარდასაჭერადაც რეჟიმს აპროტესტებს “, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი