ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთა შორის ხუთი 18 წლამდე ასაკისაა, რომელთაგან ერთი სტაციონარშია მოთავსებული.

„დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური "პსრ" ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების გამო, საფრთხეები ნამდვილად არის. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, თუ რა წილი აქვს „ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციაში.

„დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანას დავაკვირდებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ვადასტურებთ, რომ ზრდა გვექნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა