დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 12:00 საათზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უნდა შეხვდეს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, არ დაესწრება.

სასამართლოში ჩვენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უნდა მიეცა, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ჩუბინიძემ უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში არ იქნებოდა. შესაბამისად, ანზორ ჩუბინიძე ხვალ სასამართლოში არ დაიკითხება.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა