ნიკა მელია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე მას არ გაეგება ჯანდაცვის სისტემის

დამცინავი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე მაღალდაფინანსებად უწყებას უნიშნავ ადამიანს მინისტრად, რომელსაც, როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრად ზურა აზარაშვილის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

"ის მხოლოდ იმიტომაა იქ წარმოდგენილი, რომ არის ხელის ადამიანი და "ქართუ ჯგუფის" თუ ბანკის თანამშრომელი. ეს არის რეჟიმი! სანამ ჩვენ ძალიან დიდ სიმართლეს ერთმანეთს არ ვეტყვით, რომ ვართ არამარტო პოლიტიკური ოპონენტების ოპოზიციაში, არამედ რეჟიმის ოპოზიციაში, არ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს