გიორგი კაპანაძე - საპენსიო მომსახურებაზე ელისაშვილი იხტიბარს არ იტეხს და არ უნდა აღიაროს, რომ მთელი მისი აქტივობა ღია კარის მტვრევა იყო

ალეკო ელისაშვილს არ უნდა აღიაროს, რომ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, მისი აქტივობა უშედეგო აღმოჩნდა, - ამის შესახებ „აფბას“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე „ფეისბუქ" პოსტს წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ალეკო ელისაშვილმა უსაფუძვლოდ წამოიწყო საპენსიო მომსახურებაზე მსჯელობა, ისე, რომ არაფერი არ ჰქონდა შესწავლილი.

„საპენსიო და სოციალური მომსახურების საკითხზე ტენდერის გამოცხადება, რა თქმა უნდა, კარგია იმისთვის, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. მუდმივად ამაზე ვსაუბრობ, პირველი საპარლამენტო მოსმენიდან, დღემდე. თუმცა, ელისაშვილის გუშინდელი გამოსვლა სულ სხვა სულისკვეთებით იყო წარდგენილი. მას არ უნდა აღიაროს, რომ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, მისი აქტივობა უშედეგო აღმოჩნდა. მას ასევე არ უნდა იმის აღიარება, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წამოიწყო საპენსიო მომსახურების თაობაზე მსჯელობა, თან ისე, რომ საერთოდ არაფერი ჰქონდა შესწავლილი და, სამწუხაროდ, ახლაც არაფრის შესწავლას ცდილობს. ელისაშვილს არ შეუძლია კონკრეტულად ისაუბროს თითქოს მის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ინიციატივა არ გააჩნია. ეს არაერთხელ დადასტურდა მათ შორის ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვებზე არაერთგზის თავის არიდებით. ჩვენი ორგანიზაციის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ვერანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რა ინიციატივები გააჩნია მას და მის პარტიას, საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით.მისი გამოსვლების უკან მარტივი საკითხი დგას - ელისაშვილი უბრალოდ იხტიბარს არ იტეხს და არ უნდა აღიაროს, რომ სინამდვილეში მთელი მისი აქტივობა ღია კარის მტვრევა იყო და მეტი არაფერი. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნული საკითხი მხოლოდ საარჩევნოდ, პოპულისტურ თემად გამოიყენეს და არჩევნების დასრულებასთან ერთად მიივიწყეს. ახლაც, მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ ხოლმე ამ თემას და, ძირითადად, ყოველგვარი არგუმენტების და გათვლების გარეშე",- წერს გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპენსიო მომსახურების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტენდერი ახალ წლამდე ჩატარდება. მისივე თქმით, პარტიას საპენსიო მომსახურების საკითხზე საკოორდინაციო საბჭოში გაგზავნილი აქვს ინიციატივები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა