პაატა იმნაძე - ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან,  სასიკვდილოდ სწირავენ თავს

ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, ახლა მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პრობლემა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა, რომლებსაც შეთქმულების თეორიებისადმი აქვთ მიდრეკილება.

„არიან ულტრაკონსერვატორები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან ნუ გვცრითო და არიან ულტრალიბერალები, არავითარი შეზღუდვა არ გვინდაო. ბევრი რამ კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად მე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს.

მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი