გერმანიის ელჩი - მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება პროექტი დაჩქარებული წესით, ინსპექტორის სამსახური სამთავრობო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია და კარგია, როცა ცვლილებები ღრმა განხილვის შემდეგ მიიღება

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია და კარგია, როცა ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები დეტალური განხილვის შემდეგ მიიღება. აღნიშნულით ელჩი იმ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

„მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის საჭირო და მნიშვნელოვანი ელემენტია. კარგია, როდესაც ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები ყოველთვის მხოლოდ ღრმა განხილვის შემდეგ მიიღება და მხოლოდ იმდენი ცვლილება ხორციელდება, რამდენიც საჭიროა“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს"ჰუბერტ ქნირშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი