„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის უკვე მერვე ადამიანია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობდა, თუმცა, მათი რიცხვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუდმივად იცვლება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ მათ ჯერ გართულებები არ ჰქონიათ.

„ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით, მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა