ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაცმოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები, ანუ ეს არის უპრინციპობა

ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები, ანუ ეს არის უპრინციპობა - მათი პრინციპი არის უპრინციპობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია პოზიციების დაახლოვება თუ არა შეუძლებელი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეროვნული თანხმობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე პრეზიდენტის სკეპტიციზმს თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან საუბრისას მათ პირობა დადეს, რომ კონსტრუქციულები იქნებიან ნებისმიერ პროცესში, რომლის მიზანი არის პოლარიზაციის ხარისხის შემცირება.

„ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკური პარტიების შეხედულებების დაახლოვებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადად, პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები, ანუ ეს არის უპრინციპობა - მათი პრინციპი არის უპრინციპობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია პოზიციების დაახლოვება თუ არა შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, სკეპტიციზმს მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი, შესაბამისად, პრეზიდენტი საუბრობს არა შერიგებაზე, არამედ ეროვნულ თანხმობაზე, რაც არ ნიშნავს მაინც და მაინც პოლიტიკური პარტიების დამეგობრებას თუ შერიგებას. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ დავპირდით პრეზიდენტს, რომ ვიქნებოდით ძალიან კონსტრუქციული ნებისმიერ პროცესში, რომლის მიზანია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ვნახოთ რა შედეგებით დასრულდება,“- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა