ირაკლი ზარქუა - ქალბატონ ვიოლას ვურჩევდი, ნუ შეშფოთდება

ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ქალბატონ ვიოლას ვურჩევდი, ნუ შეშფოთდება, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, შეშფოთებულია.

როგორც ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და "ამ სისტემას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია".

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შექნილი სამსახურია. არგუმენტები, რაც ახლა არის წარმოდგენილი, რომ ორ სამსახურად უნდა დაიყოს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური სუსტემაა, რასაც ახლა უმრავლესობა გვთავაზობს. მე რომ მოვიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიცია, აღმოჩნდა, რომ ისინი 2018 წელს ზუსტად ამას ითხოვდნენ, რომ ორ სამსახურად ჩამოყალიბებულიყო იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთი მხრივ, მონაცემთა დაცვის და მეორე, საგამოძიებო ნაწილში. ასე, რომ დღეს სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი ამ ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან, თუმცა, ჩვენ ვიცით ეს რას ემსახურება. დღეს რომ გამოჰყავთ ქალბატონი ლონდა მთავარ მიღწევად, დამსახურებად და სიმდიდრედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არცერთს მხარი არ დაუჭერია, ხმა არ მიუცია, მაშინ როცა ირჩევდნენ, ამბობდნენ, რომ ის არის შს სამინისტროს კადრი და შეუძლებელია მან ადამიანის უფლებები დაიცვას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. მგონია, რომ დღეს სამსახურის ორად გაყოფა ემსახურება უფრო მეტად იმას, რომ მოქნილი სამსახური შეიქმნას.

სხვათა შორის, ქალბატონმა ლონდამ გაავრცელა ჭორი, სიცრუე იყო ის, რომ თითქოს თანამშრომლებს სახლში უშვებენ, 120-ვე თანამშრომელი სამსახურს შეინარჩუნებს, გადანაწილდებიან იმ ორ სამსახურში და უფრო უკეთესად მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება: “ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის