საგამოძიებო სამსახურმა გორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საჩუქრები გადასცა გორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფელ წითელუბანში სტუმრობისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს საახალწლო საჩუქრები და აუცილებელი საკვები პროდუქტების კალათა. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საჩუქრები დაურიგეს საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფლებში - დირბში, კირბალსა და დვანში მცხოვრებ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ფარესიშვილმა მოინახულა მცხეთის რაიონში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, მათ შორის, ორი 6 შვილიანი ოჯახი. გორში მცხოვრებ 7 შვილიან ოჯახს საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საჩუქრები უწყების უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა მიართვა.

ამასთან, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების წინასაახალწლო დასაჩუქრების მრავალწლიანი ტრადიცია საგამოძიებო სამსახურის ინიციატივაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სოლიდარობის წახალისებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა