ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ ახერხებს. დღემდე შეზღუდული აქვს უფლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება და საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი მოისმინოს. სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, მათ შორის დააყენებს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი პარლამენტარი დეპუტატისადმი მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა