ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონია“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების 10% „ომიკრონის“ შტამია.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს.

“კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გუშინდელის შემდგე არ შეცვლილა, ისევ 600 შემთხვევაა. დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ „ომიკრონის“ შემთვევების რაოდენობა მოიმატებს, რადგან დღეს რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს. დიდი ალბათობით დღეს კორონავირუსის საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10% არის „ომიკრონი“. 18 წლამდე ასაკის ადამიანებში შემთხვევები იმატებს, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვითვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. „ომიკრონის“ 600 დადასტურებული შემთხვევიდან 8 ადამიანი ჰოსპიტალში მოხვდა", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა