პრემიერი - ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია - უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა, ვმუშაობთ „მერკის“ მედიკამენტზეც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამის სუსტად მიმდინარეობის მიუხედავად, მოდუნება არ შეიძლება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა „ომიკრონის“ და მოსახლეობის მაღალი მობილობით არის გამოწვეული.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ბოლო პერიოდში ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. დაწყებულია დაინფიცირების მორიგი ტალღის აღმასვლა, რაც კორონავირუსისახალი შტამის „ომიკრონის“ და დღესასწაულების დღეებში შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას აცრის, დისტანციის დაცვის და პირბადის ტარებისაკენ. ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა უკვე დავუკვეთეთ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა და ასევე „მერკის“ მედიკამენტებზეც ვმუშაობთ. ხვალ გვექნება კოვიდსაბჭო და დამატებით გვექნება მსჯელობა ამის თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი, რადგან პირბადე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება პრევენციისა და ვირუსისგან დაცვის რეალური საშუალებაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი მობილიზება გვჭირდება და ის რაც ახლა ევროპაში ხდება, არის ჩვენთვის კარგი გაკვეთილი. საფრანგეთში, მაგალითად ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 000-ს გადააჭარბა, ამერიკაში ერთ დღეში 1 000 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამიტომ, კარგად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, არ უნდა მოვდუნდეთ, იმის გამო, რომ „ომიკრონი” შედარებით სუსტი შტამია და მარტივად გადააქვთ მოქალაქეებს. მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ უნდა მოვუწოდოთ. ვაქცინაცია არის ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალება“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი