ნიკა სიმონიშვილი - პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და „ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს - ეს რეპუტაციულადაც და პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, პრეზიდენტი სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე და ამ 2 -კვირიან ვადას, რომელიც ხელის მოსაწერად აქვს, სავარაუდოდ, მოტივირებული შენიშვნების მოსამზადებლად იყენებს , - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

სიმონიშვილის განმარტებით, შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივად მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რადგან მმართველ პარტიას აქვს გაცხადებული პოზიცია ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა პრეზიდენტის იმიჯისთვის და ასევე იმის საჩვენებლად, რომ პრეზიდენტი ამ ცუდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

„პრეზიდენტს კანონზე ხელის მოწერა რომ უნდოდეს, დიდი ხნის წინ გააკეთებდა და დასვენების დღეებს არ დაელოდებოდა. სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე და ამ 2 -კვირიან ვადას, რომელიც ხელის მოსაწერად აქვს, სავარაუდოდ, იყენებს მოტივირებული შენიშვნების მოსამზადებლად. დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და ვეტო უნდა დაადოს როგორც „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებს. ამისთვის ერთ-ერთი მიზეზი არის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უაღრესად პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ასეთი გადაწყვეტილებები ერთი პარტიის მიერ არ უნდა მიიღებოდეს ასეთი უმრავლესობით და მნიშვნელოვანია მონაწილეობითი პროცესი, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების. ამ განცხადების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ლოგიკური და თანმიმდევრული იქნება თუ ის ვეტოს დაადებს და გამოიყენებს. ყველასთვის ცხადია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეეგებებოდნენ ამ ვეტოს და, რა თქმა უნდა, გადალახავდნენ, ეს, პრინციპში, არც გაგვიკვირდება. თუმცა ამ ვეტოს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ამ ძალიან ცუდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა გაემიჯნოს თავისი ვეტოთი და მისთვის იქნება რეპუტაციულადაც და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება დატოვოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას მარტო. ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც დამოუკიდებელი აქტორი, ამ პროცესს უნდა გამოეთიშოს სწორედ იმის გამო, რომ აქ წყდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ბედი და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ამას ხელი არ უნდა მოეწეროს და არ უნდა დაეთანხმოს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის