სერგეი რიაბკოვი - გვსურს, მადრიდის სამიტზე ბუქარესტის ფორმულა გაუქმდეს და შეიცვალოს სიტყვებით: „უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, საჭიროა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან. ამის შესახებ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთ - აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს სურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ფორმულა შეიცვალოს სიტყვებით, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად იმპერატიულია, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

ჩვენ გვსურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა გაუქმდეს და შეიცვალოს შემდეგი სიტყვებით: „უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მან აღნიშნა, რომ მიუღებელია „ცარიელი საუბარი“ და „სანახევრო დაპირებები“.

„ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვჭირდება მყარი, იურიდიულად მნიშვნელოვანი გარანტიები, არა დაპირებები, არამედ გარანტიები, ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, - დასძინა რიაბკოვმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა