სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სასამართლო განმარტავს, მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა.

"2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვის კოლეგიამ დაასრულა სს საქმის განხილვა ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ. მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით).

სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, ბრალდებულები გათავისუფლდნენ დანიშნული სასჯელის მოხდისგან",- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა