მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილი არ არის რომ სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ჩოლოქის საზღვარი, ბათუმი აგიშენათ, მალულად, „კეპკა“ ჩამოფარებული, „კაპიუშონ" გადაფარებული უნდა დადიოდეს ამ ქალაქში

სირცხვილი არ არის რომ სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ჩოლოქის საზღვარი, ბათუმი აგიშენათ, ბათუმში მალულად, "კეპკა“ ჩამოფარებული, "კაპიუშონ" გადაფარებული უნდა დადიოდეს, რაღაც სამართლიანობა ხომ უნდა არსებობდეს ამ ქვეყნად? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ბათუმი მის გაპრეზიდენტებამდე იყო დაჭაობებული სოფელი და ახლა როგორც გამოიყურება მისი დამსახურებაა.

„სირცხვილი არ არის? თქვენ თვითონ ხომ დადიხართ ბათუმში, ხომ გსიამოვნებთ სანაპირო ბულვარი. ძალიან ბევრი რაღაც სამწუხაროდ, ვერ დავამთავრეთ და მე კიდევ სხვა თვალით ვუყურებ რა შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო, მაგრამ რაც მოვასწარი ისიც ხომ მაგარია. ვისაც არ ახსოვს ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი, სადაც შესასვლელად ჩვენ ჩოლოქის საზღვრის გავლა გვჭირდებოდა და იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღარ არის არც ჩოლოქი და არც ის ბანდიტები იქ. სირცხვილი არ არის რომ სააკაშვილმა, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, ის ბათუში მალულად უნდა დადიოდეს, რაღაც სამართლიანობა ხომ უნდა არსებობდეს ამ ქვეყნად, "კეპკა" ჩამოფარებული, "კაპიუშონ" გადაფარებული, იმ ადგილებში, რომელიც ყველა კვადრატული ნაწილი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაგეგმილია და დაწყებულია. არ არის ეს სირცხვილი?თითოეული თქვენგანი დაფიქრდით. მე არ გეუბნებით რომ ხმა მომეცით, მაგრამ ნუთუ არამაქვს უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთელ გავიარო ბათუმში თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა