ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ინოვაციური იდეები აქციონ სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად

ჩვენი ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ვავითარებთ და ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას, ოზურგეთში გაიხსნა საქართველოს მასშტაბით მეცხრე ტექნოლოგიური პარკი - ეს არის საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს-იდეები და ჩვენ დავეხმარებით, მათ შორის, ფინანსურად, ტექნოლოგიურად, ახალი მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით, რომ ეს იდეები აქციონ სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოზურგეთში, ტექნოპარკის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა.

ტექნოპარკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, მინისტრთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობდნენ.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ, რომელიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდება ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის შესაქმნელად, გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგები და დღეს ორასზე მეტი სტარტაპი, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, გრანტებით. ამასთან, მისი თქმით, გახსნილია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, არიან კონკურენტუნარიანები და საქართველოს ახალგაზრდა ინოვატორებმა უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

„იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ამერიკელმა ინვესტორებმა „სილიკონ ველის" ინვესტორების მონაწილეობით საქართველოში შექმნეს ახალი, 50 მილიონიანი ფონდი სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივი სტარტაპები დააფინანსონ და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე გურიის, რეგიონი, კერძოდ, ოზურგეთის ახალი ტექნოპარკი დაეხმარება აქ, ადგილზე, ამ რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ განავითარონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს-იდეები, დაეუფლონ სხვადასხვა ახალ უნარებს, მათ შორის, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინოვაციური სტარტაპების ბიზნესგეგმების მომზადების პროცესს და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავამაგროთ რეგიონებში, რომ, მათ, თავიანთი რაიონებიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ წვდომა ისეთივე მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, უნარებზე, ტრენინგებზე, როგორც ეს, ხელმისაწვდომია, მაგალითად, თბილისში" , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის," სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.

ამასთან, უწყების ცნობითვე, ოზურგეთის ტექნოპარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა თუ ადგილობრივ თვითმმართველობას გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა