ავტობუსის კონდუქტორების ნაწილი კონტროლიორის ფუნქციას შეითავსებს და უბილეთო მგზავრებს ავტობუსის გაჩერებებზე გააკონტროლებს, ნაწილი კი პარკირების ინსპექტირებასაც განახორციელებს

ავტობუსის კონდუქტორების ნაწილი კონტროლიორის ფუნქციას შეითავსებს და უბილეთო მგზავრობას ავტობუსის გაჩერებებზე გააკონტროლებს, ხოლო ნაწილი პარკირების ინსპექტირებასაც განახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მერიაში განუმარტეს, ამ ცვლილებების შედეგად კონდუქტორთა ანაზღაურება გაიზრდება.

მათივე ინფორმაციით, კვლავ იქნებიან კონდუქტორებიც, რომლებიც მგზავრებს ავტობუსებში შეამოწმებენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ცვლილებები, სავარაუდოდ, მარტიდან განხორციელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!