სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - გავოცდით როცა გავიგეთ, რომ სასამართლომ ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა, დამოუკიდებელი უწყება დაიშალა, ეს  მნიშვნელოვანი სიგნალია

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვლადისლავ გრიშენკომ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სააკაშვილის საქმესთან პირდაპირ კავშირშია და უკრაინისთვის მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს.

,,სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა