IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსზე - ეს არის უბრალოდ დროის ფუჭი კარგვა

ეს არის უბრალოდ დროის ფუჭი კარგვა, - ასე აფასებს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს. გიორგი კლდიაშვილის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით დაინიშნება და მას ოპოზიციის მხრიდან ნდობა არ ექნება.

„ჩვენ, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ ამ პროცესში, მაშინ ჩვენ პრეზიდენტმა მოგვიწვია და ჩვენი თანხმობის შემდგომ პრეზიდენტმა დაამტკიცა ჩვენი კანდიდატურები საარჩევნო კომისიაში მონაწილეობისთვის. მოლოდინი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მონაწილეობდნენ იყო ის, რომ იქნებოდა ძალიან პრინციპული მიდგომა, შევარჩევდით კანდიდატებს დამოუკიდებლობისა და მათი მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, ცხადია პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი არის შემდეგი, რომ უმრავლესობა აქვთ აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს და უმცირესობაში არის სამოქალაქო სექტორი, ამიტომ გადაწყვეტილება იქნება აკადემიური წრეების მხრიდან, რომ უმრავლესობით გაიყვანონ ნებისმიერი კანდიდატი, მათ ეს შეუძლიათ. ამ შემთხვევაშიც იყო ისე, რომ აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეთანხმებული პოზიცია, ასევე მათ მიემხრო ერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და გადაწყდა ისე, რომ მივიღეთ ის მოცემულობა, როდესაც საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისგან შეირჩნენ კანდიდატები, რომლებიც შემდგომ უკვე წარუდგინეს პრეზიდენტს და ამის შემდეგ პარლამენტმა უყარა კენჭი. ჩვენ თავიდანვე მოლოდინი გვქონდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს, რომლებიც კომისიამ მაშინ შეარჩია, არ ექნებოდათ სრული მხარდაჭერა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში და ასეც მოხდა.

მე დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება ახლაც, შესაბამისად ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი მოლოდინია, ისევ იგივე კანდიდატებს გაიყვანენ და იგივე კანდიდატები დაინიშნებიან ასევე მოკლე ვადით, გარდამავალი ვადით, გარდამავალი ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს რამდენჯერმე. შესაბამისად, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმეღო. ეს არის უბრალოდ ფუჭი დროის კარგვა, რადგანაც როგორც დავინახეთ, სულ ხუთი კანდიდატია ცესკოს თავმჯდომარეობის. აქ არის გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც დარწმუნებული ვარ მხარს დაუჭერს შესარჩევი კომისიის უმრავლესობა, დაინიშნება ისევ და ისევ „ოცნების“ მხარდაჭერით, მხოლოდ და მხოლოდ ექვსი თვის ვადით და ასე იქნება რამდენჯერმე და ასე იქნება, სანამ არ იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციის მხრიდანაც ექნება ნდობა“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა