„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღსადგენად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, 15 იანვარს ჩაატარებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაუდებელი სამუშაოები ერთდროულად ორ მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

კოსტავას ქუჩისა და კოსტავას ქუჩის I შესახვევის კვეთაზე სამუშაოები ჩატარდება დღეს, 15 იანვარის საღამოს 22:00 საათიდან 16 იანვრის დილის 10:00 საათამდე, რა დროსაც აღნიშნულ მონაკვეთში ავტობუსის ზოლში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა.

პარალელურად, 15 იანვარის საღამოს 22:00 საათიდან 16 იანვრის 18:00 საათამდე სამუშაოები ჩატარდება კოსტავას ქუჩა N25-ის მიმდებარედ, რა დროსაც აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 15 იანვრის საღამოს 22:00 საათიდან 16 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზირს N1-35, კოსტავას ქუჩის ნაწილს, კოსტავას ქუჩის I შესახვევს, ბოცვაძის, როდენის და ღამბაშიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის