ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებაზე - შთაბეჭდილება იქმნება, რომ  ამ ადამიანებს აწყობთ, რაც უფრო დიდი ხანი იქნება მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში, “ოცნებას" საქმე უჩნდება

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ან ატყუებს მოქალაქეებს ან დამალულები არიან ეს ადამიანები და თამამად გამოწვევებზე ვერ საუბრობენ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნების" დღის წესრიგში მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი დგას და აუცილებელია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდეს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებზე.

"ერთია, რას ვაკვირდებით და მეორეა, რას უნდა დავაკვირდეთ. მე ვისურვებდი, რომ ვაკვირდებოდეთ პირველ რიგში იმ პრობლემებს და აქცენტს ვაკეთებდეთ იმ გამოწვევებზე, რაც მოქალაქეებს აქვთ. როგორც წესი, დღის წესრიგი იწყება მიხეილ სააკაშვილით და ვისურვებდი, რომ ამით კი არ ვიწყებდეთ, არამედ მაგალითად, კოვიდით, რომლის ანტირეკორდი მყარდება ყოველდღიურად. მაგალითად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. მაგალითად, უსაფრთხოების უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებით, მაგალითად, იმ მდგომარეობით, რაც ჩვენ გვაქვს ინსტიტუტებთან მიმართებით. ვისურვებდი, რომ ამაზე კეთდებოდეს აქცენტები პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ მე ადრეც ვთქვი ეს და არ შემიძლია არ გავიმეორო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ან ატყუებს მოქალაქეებს, ან დამალულები არიან ეს ადამიანები და თამამად გამოწვევებზე ვერ საუბრობენ. ეს ადამიანები ან არ გამოდიან საერთოდ, ან თუ გამოდიან ტყუილით არიან დაკავებული და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ან გამოდიან მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე ტიპის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს „ფეისბუქის“ მეშვეობით, ან სასამართლო სხდომათა დარბაზიდან და რატომღაც შთაბეჭდილება იქმნება, რომ აწყობთ ამ ადამიანებს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ეს ადამიანი დღის წესრიგში, საქმე უჩნდება "ოცნებას", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რომ დღეს არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შედეგია.

"ჩვენი პარტიისთვის ამოსავალი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესები, არჩევნებამდეც ასე ვმოქმედებდით და არჩევნების შემდეგაც ამოსავალი წერტილი ეს არის და თანმიმდევრულობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანმიმდევრულობის გარეშე "ოცნების" დამარცხება არჩევნების გზით, სულ უფრო და უფრო შორეულ პერსპექტივად შეიძლება იქცეს.

მაგალითად, ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რომ კოვიდის ანტირეკორდი რომ მყარდება ეს არის იმ უგუნური გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც "ოცნებამ" მიიღო და იმ პოპულისტური გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც მიიღო წინასაარჩევნოდ და გააგრძელა არჩევნების შემდეგ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა