ექიმი თენგიზ წულაძე - გვითხრეს, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თვის ბოლომდე ჩატარდება - სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მოახდენენ რომელიმე კლინიკაში

ვიზიტებს შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მოგვეჩვენა - მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გვითხრეს, რომ თვის ბოლომდე ჩატარდება ეს კვლევაც , - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ექიმმა-ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობს და დარღვეული აქვს წონასწორობის ბალანსი.

როგორც წულაძემ აღნიშნა, ასევე გაუმჯობესება არ შეინიშნება მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კუთხითაც.

“გაუარესება არ მოგვეჩვენა ნამდვილად. გაუმჯობესება არის ის, რომ ძალა ცოტა მომატებულია, მაგრამ ნევროლოგიური პარამეტრები, რაც იზომება და დასკვნაში ჩავსვით, ის იგივეა. მგრძნობელობის მოშლა როგორც იყო, ისევ ისეა დარჩენილი, წონასწორობის კარგვა და საერთო სისუსტე, რომელიც ასევე დარჩა. ამასთან, არ გაუმჯობესებულა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაინც ვთვლით, რომ საჭიროა და ჩავსვით ჩვენს რეკომენდაციებში, თუმცა, ეს ისედაც დაგეგმილი იყო ჩვენამდე, დაგეგმილი ჰქონდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას. გვითხრეს, რომ თვის ბოლომდე ჩატარდება ეს კვლევაც. როგორ ჩატარდება, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, პაციენტის ტრანსპორტირებას მოახდენენ რომელიმე კლინიკაში, რომელიც მათი მიმწოდებელია და გაკეთდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა”, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისივე შეფასებით, რაიმე საშიში დაავადების გამოვლენა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი არ არის.

“დაგვიანებული არ არის. 100%-ით ვერასდროს იტყვი. კომპიუტერი ტომოგრამა ძირითადად საშიშ დაავადებებს გამორიცხავს. დანარჩენი მკურნალობა ისედაც მიდიოდა და არ მგონია დაავადების მართვაზე ამ კვლევამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს, ნაკლებად მოსალოდნელია”, - აღნიშნა ექიმმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის