ირაკლი ზარქუა - რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

რა დაზარალებული? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ადვოკატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მისი თქმით, დაზარალებული არიან ის მოქალაქეები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს ჰყავდათ ტერორში.

"მგონი საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. რა დაზარალებული მიშა?- ალბათ, ხუმრობს, საახალწლო ხუმრობაა. ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო. სხვათაშორის, ბატონი პოროშენკო, რომელიც ჩავიდა გუშინ უკრაინაში, არ შეპარულა, ჩავიდა და თქვა, რომ თუ დამნაშავე ვარ, აგერ ვარ და სასამართლომ გადაწყვიტოსო, არც არაჟნებით შეპარულა, არც მოქალაქეობა დაუხევია პოროშენკოს და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ იქცევიან სახელმწიფო მოხელეები, დამნაშავეა თუ არა, ამას უკვე გადაწყვეტს უკრაინის სასამართლო. შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენ გვყავს მხდალი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც დახია ქართული პასპორტი და დაზარალებულად უნდა სცნონო, სად გაგონილა?"- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა