BTU-ს ჩართულობით ISRAEL-GEORGIA SCHOOL OF DIGITAL CULTURE-ის მასშტაბური პროექტი იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობითა და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივისა“ და ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, ISRAEL-GEORGIA SCHOOL OF DIGITAL CULTURE-ის მასშტაბური პროექტი იწყება.

ისრაელ-საქართველოს ციფრული კულტურის სკოლა გახლავთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ახალგაზრდა ქართველი ლიდერების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი, ავთენტური პოტენციალის, დახვეწილი საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პრეცედენტული კონტექსტური იდეის მქონე პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა რეგიონული მასშტაბით.

სწრაფად პროგრესირებადი ტექნოლოგიების ეპოქაში, ისრაელ-საქართველოს ციფრული კულტურის სკოლა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას კრიტიკულად გაანალიზონ ციფრულ სამყაროსთან და მის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები, ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

პროექტი, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების ჩართულობით, მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
  • კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაული და კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები;
  • ელექტრონული მმართველობა და მისი მნიშვნელობა;
  • ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ე.წ. "ყალბი ამბები";
  • ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება;
  • ციფრული წიგნიერება და ციფრული ტრანსფორმაცია.

სკოლის მთავარი მიზანია, მსმენელს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია და აამაღლოს მათი ცნობიერება ონლაინ სივრცესა და მასში მიმდინარე გლობალურად არსებული ვითარების შესახებ; მოიცვას ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც მჭიდრო კავშირშია ინტერნეტ მმართველობასთან, ციფრულ პოლიტიკასა და ინოვაციებთან და რომლებიც ციფრული სამყაროს ერთიან არქიტექტურას ქმნიან. სკოლა ნიჭიერ ახალგაზრდებს კიბერ სივრცეში არსებული ახალი გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივებისთვის მოამზადებს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 17-25 წლამდე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია