სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდა.

„ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. დაახლოებით, სამასი მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. კახა კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა