ლევან დოლიძე - არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ გიორგი გახარია გარკვეული პერიოდი იქნება ჩრდილში - ჩრდილში დღესაც არ არის, აქტიურად მუშაობს

გიორგი გახარია ჩრდილში დღესაც არ არის, აქტიურად მუშაობს - იგეგმება მისი შემდგომი სატელევიზიო ეთერები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მრჩეველმა, ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, გახარია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკითხზე და ასევე, შეხვედრები აქვს პარტიის სხვა წევრებთანაც.

გიორგი გახარია ძალიან აქტიურად მუშაობს. დღესაც ბატონ გიორგისთან გვქონდა შეხვედრები, ისევე როგორც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები მასთან რეგულარულად არიან ძალიან მჭიდრო კონტაქტზე. ვერ ვიტყვი, რომ ბატონი გიორგი არ ჩანს. რამდენიმე კვირის წინ მას ჰქონდა გარკვეული ინტერვიუ. იგეგმება მისი შემდგომი სატელევიზიო ეთერებიც. არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ვივარაუდოთ, გიორგი გახარია გარკვეული პერიოდი იქნება ჩრდილში. ჩრდილში დღესაც არ არის, აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიზანია მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკითხის აქტუალიზაცია იმისთვის, რომ ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გადაიფაროს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ გეგმები, „მიუხედავად მათი დიდი სურვილის და ძალიან სერიოზული მცდელობისა“, გახარიას პარტიის გეგმებზე პირდაპირი გავლენას ვერ მოახდენს.

„რაც შეეხება სააკაშვილს და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პარტია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ეს არის კარგი საფუძველი და მიზეზი, რომ მოხდეს ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა, რათა არ მოხდეს საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება ისეთ თემებზე, როგორიც არის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა და ის სამწუხარო ციფრები, რომელიც ყოველდღიურად გვაქვს.

ამ შემთხვევაში ვიზიარებ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, ის არის განსაკუთრებული პატიმარი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მისდამი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორც რიგითი მსჯავრდებულის მიმართ, სამართლებრივი განზომილებით თუ მივუდგებით ამ საკითხს. თუმცა, თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია სააკაშვილის ფაქტორი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება.“ „ნაციონალური მოძრობის“ და მიხეილ სააკაშვილის აქტუალიზაცია შედის მხოლოდ პარტია „ოცნების“ დღის წესრიგში.

„ქართული ოცნება“ ვერასდროს დაამარცხებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას აქვს თავისი მიზეზები, - ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ თავში მოსპონ ის მანკიერებები, რის გამოც თითქოს, ერთი მხრივ, ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან კომიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრობა“ გვაბრალებს, რომ „ქართული ოცნების“ მოკავშირეები ვართ, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ ვართ ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ფაქტი უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩვენს მიმართ ბრალდებას, თითქოს ჩვენ კოალიციური პარტნიორობა დავიწყეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყველაზე კარგად იცის ამ პარტიაში, რას ნიშნავს პოლიტიკური კოალიცია და ასევე, არანაირი კავშირი ამასთან ჩვენ არ გვაქვს, ეს მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა