ანა ნაცვლიშვილი - პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე

პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ხედვა სამომავლო და გრძელვადიანია.

„დღეს შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც აქ და ახლა ხდება. ცხადია, საუბარი იყო იმაზე, რომ ამ საკითხებსაც სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები და რეაქციები. რაც შეეხება პროცესს, ეს არის უფრო საზოგადოებრივი და პარტიული პროცესი, მათ შორის განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისთვის სივრცე, სადაც იქნება იმის მცდელობა, რომ დაპირისპირებულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები, სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს აღარც კი ვესაუბრებით, ამ ვაკუუმის საპასუხოდ, გარკვეული პროცესი შეიქმნას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ბევრი კითხვა კვლავ დღის წესრიგში რჩება.

„ბევრი კითხვა რჩება, მათ შორის მრჩება მეც, რაღაცებს ალბათ პროცესიც გამოაჩენს და მეტ სიცხადეს შეიტანს ამ ყველაფერში. ყოველ შემთხვევაში, აქტუალობაზე ყველა ვთანხმდებით. შეიძლება განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მათ შორის აქ და ახლა როცა ხდება პროცესი, რა ხდება, თუმცა ამ საკითხებზე ეს პროცესი პასუხისმგებლობას არ იღებს და ეს პრეზიდენტის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად რჩება",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა