ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი გლდანში გადაყვანის კადრების სრულად გასაჯაროებას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისი გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გაასაჯაროოს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მასთან არ შესულან ის ექიმები, რომელსაც ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილი, არაფერი არ შეცვლილა ამ მხრივ. MRT-ზეც არ გაუყვანიათ, არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი. არაფერი არ შეცვლილა, ვითარება არის ძველებურად. არავინ არ ცდილობს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ვითარება თუ ასე დარჩება, მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს იციან გადასარევად, მაგრამ რეალური ვითარება ასეთია, რომ არავინ აპირებს დახმარება გაუწიოს.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი, ის პირველივე დღიდან ითხოვდა კადრების გასაჯაროებას. უცვლელი რჩება მისი პოზიცია. სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ გაასაჯაროონ კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაცემის და გადაყვანის კადრები. ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს, ვინაიდან იქ არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომელიც თავისთავად იმსახურებს საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას და აუცილებელია ეს ნახოს საზოგადოებამ”, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა