ბადრი ჯაფარიძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ

სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ეს ვერსია იქნა უარყოფილი „ქართული ოცნების“ მიერ და ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ვერსიას, რომლის ირგვლივაც ჩვენ შეთანხმება არ გვქონდა „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციები სამოქმედო გეგმას მალე წარადგენენ.

„უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯებესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლოა კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიებია, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა