მამუკა მდინარაძე - უნდა იყოს შეჯერებული რეზოლუციის ისეთი ტექსტი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკიდან

მცდელობა ნამდვილად არ დაგვიკლია, რომ პარლამენტში მყოფი ყველა ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო რეზოლუციის ტექსტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ოპოზიციური ფრაქციის წინადადებები მოისმინა და მათი ნაწილი რეზოლუციის ტექსტში გაიზიარა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის, მათი უფლებების დაცვის და მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს შეჯერებული რეზოლუციის ისეთი ტექსტი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკიდან. ამის დრო აქ ნამდვილად არ არის და ეს არის საკითხი, რაზეც კარგი იქნებოდა, რომ შევჯერებულიყავით. იმის გამო, რომ სამწუხაროდ, მხარეთა პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა - საუბარია დეტალებზე და სიტყვებზე, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო კომიტეტთან, საგარეო გუნდთან ერთად დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც საზოგადოებას გაგაცნობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს