უკრაინული მედია - რუსმა მებრძოლებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს

დონბასის რეგიონში, რუსმა მებრძოლებმა შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია“, - აღნიშნულია „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში ,,მტრის მოქმედებებს გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაკარგი არ მოჰყოლია“.

დღის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან 1 დარღვევა დაფიქსირდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!