მედია - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ჰორნმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროების ცნობით, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინაში მაშინ შეიჭრება, როცა მიწა გაიყინება და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!