სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დევნილმა, თამარ საუთიევმა განუცხადა, დევნილების განსახლების შესახებ ინფორმაცია ზოგადი შინაარსისა და არ არის მკაფიო, რა ვადებში მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა ან რამდენად არის ეს გარანტირებული.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე ბინებით დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 ოჯახი, ხოლო 130-მდე ოჯახს ჯერ კიდევ უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, დევნილები დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე გააჟღერებენ მათ მოთხოვნებს ბინებით დაკმაყოფილების საკითხზე.

„სამინისტრომ გადადგა პირველი ნაბიჯი, რაც შეეხებოდა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს და უკვე 9 ოჯახი არის დაკმაყოფილებული ბინით, რომელთაც გადაეცათ გასაღები, რასაც ბუნებრივია, მივესალმებით, გვახარებს, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან დაახლოებით 130 ოჯახი ჯერ კიდევ არის საფრთხის შემცველ გარემოში. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ შეხვედრას, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ გავეცნობით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, გავეცნობით კონკრეტულ დეტალებს იმასთან მიმართებით, თუ რა იგეგმება, როგორი ხედვა არსებობს და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ ჩვენს წინადადებებზე რა ხედვა აქვს სახელმწიფოს. ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა, ერთი ის, რომ მათ თავად შეესყიდათ უკვე აშენებულ კორპუსებში ბინები და გადმოეცათ უმოკლეს ვადაში და არა წლის განმავლობაში და მეორე მოთხოვნა იყო ის, რომ თუ ეს ვერ ხერხდებოდა და ლოჯისტიკურად შეუძლებელია ამდენი ბინის ერთობლივად შეძენა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ საბაზრო ფასის შესაბამისი თანხა ჩაგვრიცხოდა და ჩვენ თავად მოვიძიებდით და შევიძენდით ბინებს. ამ მოთხოვნებთან მიმართებითაც ბუნებრივია, დღეს ვისაუბრებთ. ჩვენ გავაცნობთ ჩვენს ხედვას და მათგანაც მოვისმენთ, როგორია მათი ხედვა. ის განცხადებები, რაც კეთდება საჯაროდ, მათი მხრიდან, ეს არის ზოგადი შინაარსის და ის, რომ ეტაპობრივად მოხდება დევნილების განსახლება, ჩვენთვის არ იძლევა კონკრეტულ გარანტიას და კონკრეტულ ინფორმაციას, რა ვადაში და როგორ არის წარმოდგენილი ეს პროცესი. ამიტომ გვინდა, რომ დღეს, ამ კითხვებზე რაც გვაქვს, მივიღოთ პასუხები", - განაცხადა თამარ საუთიევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა