საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე ყოველდღიურ საპარლამენტო მონიტორინგს იწყებს

ძალოვანი უწყებების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ფრაქციის ხედვა გააცნეს და მათგან ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს და დღეიდან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობას იწყებს.

„ჩვენი საზოგადოება ხშირად დგება პოლიციური ძალადობის პირისპირ და ეს პრობლემა არის მრავალწლიანი. ამ სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური მიდგომა, ამიტომ დღეიდან საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ვიწყებთ ყოველდღიურ საპარლამენტო მონიტორინგს ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე და განსაკუთრებით გამოვყოფ ძალადობას პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების ჩადება იქნება ეს თუ სხვა ტიპის უკანონობა, უფლებადარღვევები, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს და ამას სჭირდება ბრძოლის გამოცხადება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი