ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილის განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა და ეს შესაძლებელია - უკრაინა მზადაა, იმოქმედოს

მიხეილ სააკაშვილის განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა და ეს შესაძლებელია - უკრაინა მზადაა, იმოქმედოს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა უარესდება.

როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, უკრაინა მოუთმენლად ელის დიალოგის გაგრძელებას და გარკვეული შედეგის მიღწევას.

"დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საათით შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, გამყოფ შუშასთან, სატელეფონო ყურმილის დახმარებით. განვიცდი და ძალიან ძნელია ჩემთვის, რადგან ვხედავ, რომ ყოველ შეხვედრაზე მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. და მე მესმის, რომ ისინი ვინც მას ხედავენ ამბობენ, რომ ის კარგად უმკლავდება ყველაფერს ხალისიანი განწყობით, მაგრამ მე ხომ ვხედავ დიდ განსხვავებას იმას შორის თუ როგორ იყო ის პირველი კვირების განმავლობაში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ისეთია, რომ რთულია რაიმე სახის დიალოგის წარმართვა. ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის მძიმეა, იმიტომ, რომ მჯერა, რომ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კომუნიკაცია. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა და ეს შესაძლებელია. უკრაინა მზადაა, იმოქმედოს როგორც გარანტმა, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო და ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული მხარის მიერ ამის გაგებას, დიალოგის გაგრძელებას და გარკვეული შედეგის მიღწევას, რომ მოვახერხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება", - აღნიშნა იასკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა