გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს

2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2021 წელი გამორჩეული იყო ქართული ექსპორტისათვის. ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, პირველად გადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს (3127 მლნ დოლარი) და ზუსტად 2-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს (1561 მლნ დოლარი).

ახალი ხილის ექსპორტის ღირებულებამ, 2021 წელს, 213 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (118 მლნ აშშ დოლარი), მანდარინი (26 მლნ აშშ დოლარი), ატამი და ვაშლატამა (29 მლნ აშშ დოლარი), ვაშლი (8 მლნ აშშ დოლარი), ხურმა და კარალიოკი (6 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (6 მლნ აშშ დოლარი).

2021 წელს, ახალი ბოსტნეულის ექსპორტმა 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კარტოფილი (17 მლნ აშშ დოლარი), პომიდორი (3 მლნ აშშ დოლარი), მწვანილი (4 მლნ აშშ დოლარი).

ასევე, 2021 წელს, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: მინერალური და მტკნარი წყლები (142 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (58 მლნ აშშ დოლარი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (33 მლნ აშშ დოლარი), ცხვრები და თხები (ცოცხალი) (26 მლნ აშშ დოლარი).

კონკურენტუნარიანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არსებული სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მორგებულია ყველა იმ საჭიროებაზე, რაც პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის მუდმივად მზარდ დინამიკას უზრუნველყოფს.

შესაბამისად, სულ უფრო მცირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აგროსასურსათო სექტორში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 72%-ით შემცირდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა