ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - კატასტროფა იყო ბატონი მდინარაძის გუშინდელი ფრაზა - სჯობს, გაჩერდეთ და არ დაიცვათ

კატასტროფა იყო ბატონი მდინარაძის გუშინდელი ფრაზა. სჯობს, გაჩერდეთ და არ დაიცვათ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე და „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

სამნიძის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ მდინარაძის თქმით, აღნიშნულ ტექსტზე „ვერავინ მოგვედავება“.

„მოგწონებიათ მდინარაძის ფრაზა“,- მიმართა მას სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ პროექტის ავტორ დეპუტატებს მიმართა კითხვით, რატომ არ ჩაიწერა ტექსტში რუსეთის ფედერაცია და განაცხადა, რომ თუ ეს ჩანაწერი გაჩნდება, მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს.

„მინდა მივმართო თითოეულ ავტორს, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციის ტექსტს, გამცეთ პასუხი - რა არის რეალურად მიზეზი, რომ ამ რეზოლუციაში მესამე აბზაცში არ ვწერთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო სამხედრო ესკალაციას, რატომ არ ხდება ამის ჩაწერა, გთხოვთ, გამცეთ პასუხი. ჩვენი ჯგუფი მზადაა, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, თუ ტექსტში ეს ჩანაწერი გაჩნდება, დანარჩენ ყველა შენიშვნას გვერდზე გადავდებთ მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი, შესაძლოა, არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ მოვამზადებდით“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში „ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოგვედავება და ყველასთან ვიქნებით მართლები“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა