გრიგოლ ვაშაძე - რეზოლუციის ტექსტის მხარდაჭერა არ შემიძლია, ამიტომ არ მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას - ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან რასაც შიდა პოლიტიკა ჰქვია, არის სამოქალაქო ომი

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემ, რაოდენ უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, ამ ტექსტის მხარდაჭერა კი არ შემიძლია, ამიტომ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას - ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან რასაც შიდა პოლიტიკა ჰქვია, არის სამოქალაქო ომი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვერ მიიღებს "ქართული ოცნების" არგუმენტს, რომ პოლონეთის გარდა სხვა სახელმწიფოებს მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, "აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, ახალი ზელანდიის სამინისტროთი დამთავრებული ყველამ გააკეთა და ფორმა იყო სხვადასხვა."

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტს კონსენსუსით მიეღო რეზოლუცია, სადაც ყველაფერს თავის სახელი დაერქმეოდა, ამიტომ ვთხოვე კომიტეტის ხელმძღვანელს გადაედო განხილვა და კიდევ წაგვემუშავა ცოტა რომ ერთ აზრამდე მივსულიყავით. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემ რაოდენ უსუსურიც არ უნდა იყოს ამ ტექსტის მხარდაჭერაც კი, მე პირადად არ შემიძლია, ამიტომ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან რასაც შიდა პოლიტიკა ჰქვია, არის სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი აისახება ხოლმე იმ საკითხებზე, რაც საერთო ეროვნული ინტერესია", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა