კახა კალაძე - მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული - ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

მე მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან პრინციპული იქნება კორუფციასთან ბრძოლის საკითხში და ამასთან, მოუწოდებს ყველა უწყებას, მათსავე თანამშრომლებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და არ დაუშვან, მოხდეს რაიმე სახის უკანონობა.

„მე მინდა გაგაფრთხილოთ ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურის უფროსები, გამგებლები, სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, შპს-ების ხელმძღვანელები, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ყოველთვის, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავიფიქრებ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა შესაბამის ორგანოებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, თქვენივე სამსახურებში არავინ დაუშვას არაკანონიერება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა