მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ.

მათ ადგილზე საქართველოს დროშები მიიტანეს. მხარდამჭერებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და გუნდის სხვა ლიდერები.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს სირცხვილია, რომ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმრის სახით იმყოფება საპატიმროში.

,,აქ ყველანი შევიკრიბეთ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. საქართველოს სირცხვილია, რომ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმრის სახით იმყოფება ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველას ვისაც ანალიზის უნარი აქვს ხედავს რა ხდება მსოფლიოში და როგორ სჭირდება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს მიხეილ სააკაშვილი. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კოჭი გაუგოროს რუსეთს და სააკაშვილის პატიმრობა არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ივანიშვილი აკეთებს პუტინის საქმეს საქართველოში”, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა