ავსტრალია, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საზღვრებს ხსნის

ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ 21 თებერვლიდან, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული ვაქცინირებული მგზავრებისთვის საზღვრებს ხსნის.

„თუ ორჯერ ვაქცინირებული ხართ, მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას ავსტრალიაში“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა კანბერაში გამართულ ბრიფინგზე.

ავსტრალიამ სასაზღვრო კონტროლის შესამსუბუქებლად ბოლო თვეებში გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა საზღვრების ხელახლა გახსნა ისე, რომ ვაქცინირებული ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ ქვეყანაში შესვლას, პირველად ხდება 2020 წლის მარტის შემდეგ.

Reuters-ი წერს, რომ ტურისტული ინდუსტრია ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. ავსტრალიის ტურიზმის კვლევის სამთავრობო ორგანოს ცნობით, საერთაშორისო და შიდა ტურიზმის ზარალმა პანდემიის დაწყებიდან 101.7 მილიარდი ავსტრიული დოლარი (72 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი