უკრაინული მედია - ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც კიევში თავს დაესხნენ, ჰოსპიტალიზებულია

კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში წყაროზე და კიევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენერალური პროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

„7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემა და ადგილიდან მიიმალა. 49 წლის პირი ჰოსპიტალიზებულია“, - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის