სოზარ სუბარი - დიდი ხანია ვუყურებთ, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის - ძალიან მალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ალბათ, ვისაუბრებთ წარსულში

ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის და ძალიან მალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ალბათ, ვისაუბრებთ წარსულში, - ასე უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო განხეთქილების შესახებ ჟურნალისტების კითხვას უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარი განმარტავს, მელია და სააკაშვილი სხვადასხვა გზით მიდიან.

„ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ისედაც, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეების ნაწილი სხვა ხაზით მიდიან, ეს ძალიან ხშირად მათ სტატუსებში, მათ განცხადებებშიც ჩანს. ზოგჯერ კი ცდილობენ, რომ ერთმანეთს გადაეფარონ ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად ეს ძალიან კარგად ჟონავს. ხან მაია ორჯონიკიძე დაწერს რაღაცას, ამიტომ ეს განხეთქილება ისედაც ჩანს და ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მალე ვისაუბრებთ ალბათ წარსულში“, - განაცხადა სუბარმა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია