ენტონი ბლინკენი - აშშ და თურქეთი ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეზე

აშშ და თურქეთი ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა.

ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.

"პროდუქტიული საუბარი შედგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. აშშ და თურქეთი ვაგრძელებთ ჩვენს მჭიდრო კოორდინაციას რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხის შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივად და როგორც NATO-ს მოკავშირეები", - წერს ბლინკენი "ტვიტერზე".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს