ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა. ეს კი აუცილებელი პირობა იყო იმის, რომ განგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო იმ თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ გარემოს დაცვის თუ სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ნათია თურნავას, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. თვითონაც აღნიშნა, რომ რთულ დროს დაემთხვა მისი მუშაობა. პანდემიამ ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა ანუ პანდემიამდე მაჩვენებელს დავუბრუნდით, თუმცა ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ასევე ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან, რათა ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო ოთარ შამუგიას, რომელიც არის სამინისტროს გუნდის გამორჩეული წევრი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი, რა პოზიციასაც ინარჩუნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა